انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ხიდი ხაჯუ

ხაჯუს ხიდი, თაღოვანი, ქვის საფეხმავლო ხიდი მდინარე ზაიანდერუდზე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხიდია ქალაქ ისპაჰანში. იგი აშენდა ძველი ხიდის საძირკველზე შაჰ აბას II- ის ბრძანებით 1650 წელს. ხიდი ირანული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ის საოცრად ლამაზი და ტურისტებისათვის გამორჩეული ადგილია.  ხიდის ცენტრში არსებული პავილიონები, ძველად მხოლოდ შაჰისათვის იყო განკუთვნილი, დღეს ის ღიაა ნებისმიერი მნახველისათვის. ხიდის სიგრძე 133 მეტრი, ხოლო სიგანე 12 მეტრია.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version