انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

მდინარე ზაიანდერუდი

მდინარე ზაიანდერუდი, სიტყვასიტყვით „სიცოცხლის მიმნიჭებელი მდინარე“,  ყველაზე დიდი მდინარეა ირანის ცენტრალურ პლატოზე. ის სათავეს იღებს ცენტრალური ზაგროსის მთიანეთში, კონკრეტულად ზაგროსის მთიანეთის უმაღლესი წერტილიდან, ზარდქუჰიდან. მდინარის სიგრძე 400 კილომეტრი, აუზის ფართობი კი 41500 კვადრატული კილომეტრია. ზაიანდერუდი ჩაედინება გავხუნის ჭაობში. დადგენილია, რომ ამ მდინარის წყლის დინება ყველაზე ხელსაყრელ პერიოდში,  1,2 კუბური კილომეტრია წელიწადში. მდინარეზე, საირიგაციო მიზნით, აშენებულია სარწყავი კაშხლები.  ზაიანდერუდი 118-ე ბუნების ძეგლია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციამ 2011 წლის 11 თებერვალს შეიტანა ირანის ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში.

შეიძლება ითქვას, რომ მდინარე ზაიანდერუდი, ისპაჰანის სავიზო ბარათია. მდინარის კალაპოტი ქალაქში საკმაოდ ფართოა, მის ორივე ნაპირზე გაშენებულია ბაღები, სკვერები. ქალაქ ისპაჰანში მდინარე ზაიანდერუდზეა აგებული რამდენიმე ცნობილი ისტორიული ხიდი, მათ შორის ალავერდი ხან უნდილაძის ოცდაცამეტ მალიანი ხიდი სი-ო-სე ფოლი, აგრეთვე ხაჯუს და შაჰრესთანის ხიდები.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version