انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ქოჰნე-ყალე

ქოჰენ-ყალე, სიტყვასიტყვით ძველი ციხე, რომლის ფართობი დაახლოებით 15,000 კვადრატული მეტრია, მდებარეობს ქალაქ მეშგინ-შაჰრის შესასვლელთან, არდებილის გზაზე , 50 მეტრის სიმაღლის ბუნებრივ გორაკზე. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები, იძლევიან ვარაუდის საშუალებას, რომ ეს ციხე ჯერ კიდევ სასანურ ეპოქაში უნდა იყოს აშენებული. ციხის გეგმა არაწესიერი ტრაპეციის ფორმისაა. აქვს ექვსი 10 და 6 დიამეტრიანი კოშკი,  სქელი კედლები და მომიჯნავე მცირე ოთახები. ციხის მშენებლობისთვის გამოყენებული არის ქვა, კირი, დუღაბი, ზოგან ალიზის აგური.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version