انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

არდებილის ღვთისმშობლის ეკლესია

ქალაქი არდებილი, აბრეშუმის გზაზე მდებარეობის გამო, კულტურათა გაცვლის მნიშვნელოვანი ადგილი იყო; ამ ქალაქის ქრისტიანულ რელიგიასთან კავშირს,  დიდი ხანის ისტორია აქვს.

არდებილის ღვთისმშობლის ეკლესია  1876 წელს, მირზაიანების და შაჰბაზიანების ოჯახების ფინანსური მხარდაჭერითა და  ძალისხმევით აშენდა.

ეკლესია,  XX საუკუნის 40-50 წლებამდე მოქმედი იქო, უკანასკნელი წირვა აქ 1944 წელს აღავლინა. ამ დღიდან მოყოლებული, ამ ეკლესიაში რელიგიური მსახურებები აღარ იმართება;  სომხური ოჯახების თავრიზსა და თეირანში გადასახლების გამო, ეკლესიას ფაქტობრივად მრევლი აღარ ჰყავს.  ამჟამად ეკლესიის ეზოში არსებული სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები, მათ შორის აბანო და სკოლა, მთლიანად განადგურებულია.1991 წელს, სომხური ეკლესიის აზერბაიჯანის ეპარქიის გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის  ეკლესია არდებილის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტს გადაეცა, რესტავრაციისა და მისი სივრცის კულტურული  დანიშნულებით გამოყენების მიზნით.

Exit mobile version