არდებილის ანთროპოლოგიის მუზეუმის შენობა, წარმოადგენს XIV ს.-ის ისტორიულ ძეგლს. თავდაპირველად აშენდა როგორც აბანო და ცნობილი იყო სახელით ზაჰირ-ოლ-ისლამის აბანო. XX საუკუნის დასწყისამდე, აბანო გამოიყენებოდა თავისი პირველადი დანიშნულებისამებრ. ირანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციამ აბანოს ისტორიულ შენობაში, 1999 წელს, ანთროპოლოგიის მუზეუმი განათავსა. მუზეუმი მდებარეობს ქალაქ არდებილში, შეიხ სეფი ად-დინის მავზოლეუმის მახლობლად. ანთროპოლოგიის მუზეუმის შენობა 1997 წლის 1 აგვისტოს, სარეგისტრაციო ნომრით 1896, შეტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში. შენობა, თავისი დამახასიათებელი არქიტექტურით, აღმოსავლური აბანოების ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს. ძველი აბანოს შენობა ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: სააბაზანო და გასახდელ-მისაღები სივრცისაგან. ჯვრის ფორმის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილია იყო რვაკუთხა ფორმის აუზი, საიდანაც მკლავებშუა მოთავსებული უბეებიანი სივრცეები იშლება.