انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ყაჰყაჰეს ციხე

ყაჰყაჰეს ციხე მდებარეობს არდებილის ოსთანში, მეშგინ-შაჰრიდან 85 კმ. მანძილის მოშორებით. ციხე აშენებულია მთებში და ის  წარსულში, უმეტესად სეფიანთა ეპოქაში,  მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის სეფიანთა დინასტიის არაერთი წარმომადგენლის საპატიმრო ადგილი იყო. “ყაჰყაჰე” ნიშნავს ხმამაღალ სიცილ, ხარხარს. ამ ციხის ყველაზე ცნობილი პატიმრები იყვნენ: ალყას მირზა, სეფიანი უფლისწული, ისმაილ I-ის მეორე ძე, თამაზ I-ის უმცროსი ძმა; ხან აჰმედ-ხანი, გილანის მმართველი; შაჰ ისმაილ I-ის ვაჟი, სამ მირზა თავისი ორი მცირეწლოვანი შვილით და სხვა. ბევრი მათგანისთვის ეს ციხე საბოლოო ადგილსამყოფელი აღმოჩნდა, ზოგი კი აქვე სიცოცხლეს გამოასალმეს.

2002 წლის 28 ოქტომბერს, სარეგისტრაციო ნომრით  6192, ისტორიული ციხესიმაგრე ყაჰყაჰე რეგისტრირებული იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version