انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

სარეინის თერმული წყლები

სარეინი პატარა ქალაქია არდებილიდან დასავლეთით ოცდაათი კილომეტრის დაშორებით, წარმოადგენს სარეინის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქი და მისი შემოგარენი განთქმულია თავის თერმული მინერალური წყლებით და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული და საკურორტო ადგილია არდებილის მხარეში. სარეინის მხარეში ათობით მინერალური ცხელი წყლის წყაროა, რომლებიც სავალანის მთიდან იღებს სათავეს და უხვადაა გაჯერებული სასარგებლო მინერალებით; ყველა მათგანს განსაკუთრებული სამკურნალო თვისება გააჩნია. სარეინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო ადგილია გავმიშგოლის ცხელი წყლების კურორტი.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version