انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

გონბად-ე სორხ

გონბად-ე სორხ (წითელი გუმბათი), ისტორიული შენობაა ქალაქ მარაყეში, აშენდა სელჩუკთა მმართველობის პერიოდში. ნაშენებია არქიტექტურული სტილით – რაზი. გონბად-ე სორხი არის ისლამური პერიოდის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის მხარეში, მდებარეობს ქალაქ მარაყეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ამ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. შენობის ჩრდილოეთ ფასადზე დატანებულ წარწერაზე, მისი აგების თარიღსა და დამაარსებლის, ხოლო დასავლეთ ფასადის წარწერაზე, მისი მშენებლის სახელს ვკითხულობთ.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version