ფოშთაბის ციხე, უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ირანის ჩრდილო-დასავლეთით, აჰარის ოლქში, სოფელ ფოშთაბში, ზღვის დონიდან 3000 მ. სიმაღლეზე. ციხე აგებულია კლდეზე, კლდეშივე გამოკვეთილი კიბეებია და პატარა ოთახებით. ციხეში შესასვლელი მხოლოდ ერთი გზაა, ჩრდილოეთ შესასვლელი 220 საფეხურიანი კიბით, სხვა მხრიდან ციხეში მოხვედრა ფიქტიურად შეუძლებელია. ფოშთაბის ციხე თარიღდება სასანიათა და პართიელთა ეპოქით. მდებარეობს ყაჰყაჰეს ციხის მახლობლად.