ბაბაქის ციხე მდებარეობს ქალაქ ქალიბარის სამხრეთ-დასავლეთით 6 კილომეტრში, მთის მწვერვალზე არასბარანის ტყეებში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე. ციხე აშენდა სასანიდთა ხანაში; სახელს იღებს აზერბაიჯანსა და დასავლეთ ირანში სახალხო აჯანყების ბელადის ბაბაქისაგან (ცნობილი ბაბაქის აჯანყება 816-817წწ.).