ბეჰნამის სახლი, ისტორიული ნაგებობა ქალაქ თავრიზში. აშენებულია ზენდების მმართველობის დასასრულსა და ადრეულ ყაჯარულ პერიოდში, როგორც საცხოვრებელი სახლი. ნასრედინ შაჰ ყაჯარის მმართველობის პერიოდში, შენობა არსებითად განახლდა და გაფორმდა ორნამენტული ნახატებით. სახლი შედგება მთავარი შენობისგან, რომელსაც უწოდებენ ზამთრის შენობას და შედარებით მცირე ზომის ნაწილისგან, რომელსაც საზაფხულო შენობას უწოდებენ. ზამთრის შენობა ორსართულიანი სიმეტრიული ნაგებობაა. სხვა ტრადიციული არქიტექტურის სახლების მსგავსად, ამ სახლსაც აქვს შიდა (ანდარუნი) და გარე (ბირუნი) ეზო. 2009 წლის სარესტავრაციო სამუშაოების დროს, სახლში აღმოაჩინეს აქამდე უცნობი მინიატურული ფრესკები, რომლებიც სპეციალისტებმა აღადგინეს. ბეჰნამის სახლში დღეისათვის თავრიზის ხელოვნების უნივერსიტეტის არქიტექტურული სკოლის ნაწილია განთავსებული.