ილგოლი თავრიზის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე დიდი ისტორიული პარკის სახელია. პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა, მისი დიდი ხელოვნური ტბაა, რომლის შუაგულშიც ორსართულიანი, ტრადიციული ირანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სტილში აგებული შენობაა. დღეისათვის ამ შენობაში რესტორანია განთავსებული. ილგოლი აზერბაიჯანულ ენაზე , ნიშნავს “ხალხის ტბას”.