გორგანის საკრებულო მეჩეთი, ქალაქ გორგანის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლი და ღირსშესანიშნაობაა. მეჩეთი მდებარეობს გორგანის ნალბანდების მთავარი ბაზრის გვერდით. აგებულია სელჩუკთა ეპოქაში. აქვს ცილინდრული ფორმის აგურით ნაშენი მინარეთი, რომლის შუაწელზეც ქუფური წარწერაა. გორგანის საკრებულო მეჩეთს აქვს დიდი ხის ორფრთიანი კარი, უნიკალური მოზაიკით.