انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

გორგანის ყურე

გორგანის ყურე,  უდიდესი ყურეა კასპიის ზღვის ირანის სანაპირო ზოლის ფარგლებში.  გორგანის ყურე წარმოადგენს ერთგვარ ლაგუნას, რომელიც ღია ზღვიდან გამოყოფილია მიანყალეს ქვიშიანი ნახევარკუნძულით.

გორგანის ყურის სიგრძე დაახლოებით 60 კმ, საშუალო სიგანე დაახლოებით 7 კმ, მაქსიმალური კი 11 კმ.-ია. საშუალო სიღრმე 4 მეტრს აღწევს. კასპიის ზღვასთან დაკავშირებულია გორგანის სრუტით, რომლის სიგანე დაახლოებით 3 კილომეტრია. ყურის სამხრეთ სანაპირო ჭაობიანი დაბლობია, ჩრდილოეთ სანაპირო კი ქვიშიანი. გორგანის ყურის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს კუნძული აშურადე. გორგანის ყურე მიანყალეს ველური ბუნების ნაკრძალის ნაწილია.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version