ჩეშმე დიმე არის წყარო, რომელიც მდებარეობს სოფელ დიმეს მახლობლად, ქუჰრანგის ოლქში, ჩაჰარმაჰალ და ბახთიარიის ოსთანში. ჩეშმე დიმეს წყარო მდინარე ზაიანდერუდის ერთ-ერთი მთავარი შენაკადია. გამოკვლევების თანახმად, წყაროს წყალი ძალიან მდიდარია მარილებითა და მინერალებით, დასალევად გემრიელია, აგრეთვე გააჩნია სამკურნალო თვისებები – იმის გამო რომ წყაროს წყალი მდიდარია კალციუმით, ხელს უშლის კბილებზე კარიესის წარმოქმნას, ასევე კარგია თირკმელების სამკურნალოდ.