ემამზდე-იე დასთგერდ, სეფიანთა ეპოქის საკულტო ნაგეობაა და მდებარეობს ჩაჰარმაჰალ და ბახთიარიის ოსთანში, ქიარის ოლქში, დაბა დასთგერდ-ე ემამზადეში. შენობა აქვს მაღალი კარიბჭე, დიდი, ვრცელი ზღურბლი, დახურული გალერეა რამდენიმე ვესტიბიულითა და პავილიონით, ქვის ნათალი სვეტებიანი ვერანდითა და აგურის გუმბათი. მავზოლეუმი ოქტაგონური ფორმისაა, ნაშენებია აგურით, აქვს მაღალყელიანი, ორმაგი აგურის გუმბათი.