ხანყოლის კოშკი ილხანთა საყაენოს პერიოდს მიეკუთვნება და მდებარეობს მალაიერის ოსთანში, ქალაქ სამენში, იმამის პროსპექტზე, ჩალე ხანყოლის უბანში. ხანყოლის კოშკი, აგურის ნაგებობაა და ერთ-ერთია ქალაქ სამენის ოთხი სამეთვალყურეო-თავდაცვითი კოშკიდან, რომელიც ქალაქის ირგვლივ გარკვეულ მანძილზე იყო აგებული. კოშკი ოთხსართულიანია, აქვს ხის ძელების ბრტყელი გადახურვა. სართულებს შორის დატანებულია სათოფე სარკმლები.2009 წლის 8 მარტს, სარეგისტრაციო ნომრით 25121, ხანყოლის კოშკში რეგისტრირებული იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში.