ხანუმის („ქალბატონის“) მეჩეთი, გვიან ყაჯარული პერიოდის ისტორიული ნაგებობაა. მდებარეობს ქალაქ ზენჯანში, ფახიმ ოლ-დოულეს ხეივანში. ხანუმის მეჩეთი აშენდა ჰოსეინ გოლი ხან სარდარის (ზოლფაღარი) ქალიშვილის, ჯამილე ხანუმის დაკვეთით, ისმაილ ბანის მიერ. შენობა, შესასვლელში დატანებული წარწერის თანახმად, 1904 წლით თარიღდება. 1975 წლის 1 მაისს, ხანუმის მეჩეთი სარეგისტრაციო ნომრით 1055, შეტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში.