انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ჩეჰელხანეს მღვიმე

ჩეჰელხანეს მღვიმე, მდებარეობს ბუშირის ოსთანის, დაშთესთანის შაჰრესთანში, საადაბადის ოლქში.   ჩეჰელხანეს მღვიმე ისტორიული ძეგლია და ირანის სამხრეთი მხარის, ბუშირის პროვინციის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. საადაბადის ოლქიდან ჩრდილო – აღმოსავლეთით 3 კილომეტრზე, მდინარე შაპურის ნაპირებზე, კლდის ფერდობზე ხელით ნაკვეთი გამოქვაბულების მთელი რიგი ჩანს, რომელიც  საცხოვრებელი ოთახებისა და რიგი დერეფნების კომპლექსს წარმოადგენს. ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობილია სახელით “ჩეჰელხანე”, რაც ორმოც სახლს ნიშნავს. ამჟამად კომპლექსიდან მხოლოდ 23 გამოქვაბულია პირვანდელი სახით შემორჩენილი. გამოქვაბულების კომპლექსის დიდი ნაწილი, მათ შორის წყლის არხები და საკომუნიკაციო დერეფნები,  ეროზიის და სხვა ბუნებრივი ფაქტორების გამო, როგორიცაა წყალდიდობა ან მიწისძვრა, განადგურებულია.

Next Prev
Next Prev

 

Exit mobile version