ყალეყირანის მთა ქალაქ ილამის ცენტრიდან 5 კმ. მანძილზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 2152 მეტრია. ყალეყირანის მთა ქალაქ ილამის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა; ამბობენ, რომ თეირანის აზადის (თავისუფლების) კოშკი, სწორედ ყალაყირანის მთის ინსპირაციით შეიქმნა. სამხრეთ ფერდობების ულამაზესი ხედები მანჯალსა და შეშდარის რაიონში, ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს.