انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

მარანჯაბის ქარვასლა

მარანჯაბის ქარვასლა მდბარეობს ისპაჰანის ოსთანში,  მარანჯაბის უდაბნოში. ქარვასლა აშენდა შაჰ აბას I-ის დაკვეთით, 1603 წელს და მდებარეობს აბრეშუმის გზაზე, ხორასანისა და ისპაჰანის პროვინციებს შორის. აბრეშუმის გზაზე აგებულ ამ ქარვასლაში, მრავალი წლის განმავლობაში ჩერდებოდნენ ვაჭრები და მოგზაურები ჩინეთიდან თუ ევროპიდან. მარანჯაბის ქარვასლა, საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვით ფუნქციასაც ითავსებდა, 500 ჯარისკაცით, რათა დაეცვათ მოგზაურები მძარცველებისა თუ შესაძლო სამხედრო თავდასხმებისაგან.

2000 წელს, ირანის ისტორიული და კულტურული  მემკვიდრეობის სააგენტომ, დაადგინა შენობის რესტავრაციის პროექტი. სარესტავრაციო სამუშაოები 2004 წლამდე გაგრძელდა. მას შემდეგ მარანჯაბის ქარვასლა ერთ0ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია ისპაჰანის ოსთანში.

ქარვასლის საერთო ფართობი 3500 კვ. მეტრია; ნაგებობა კვადრატული ფორმისაა, აქვს 29 ოთახი და მთლიანად აგურითაა ნაგები. გამაგრებულ გარე კედლებს ექვსი სათვალთვალო კოშკი აქვს საბრძოლო ხვრელებით.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version