انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ჰაშთ ბეჰეშთის სასახლე

ჰაშთ ბეჰეშთის სასახლე აშენდა მე-17 ს-ში, 1669 წელს, შაჰ სულეიმან I-ის  მმართველობის დროს. სასახლე მდებარეობს ისპაჰანის ცნობილ ჩაჰარ-ბაღის ქუჩაზე. ჰაშთ ბეჰეშთი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „რვა სამოთხეს“ და არქიტექტურაში გარკვეული სტილია – სართულის გეგმა, სადაც ცენტრალურ დარბაზს ესაზღვრება რვა ოთახი. ისპაჰანის ჰაშთ ბეჰეშთის სასახლეს რვაკუთხედის ფორმა აქვს ორი ძირითადი შესასვლელით. შენობას ოთხივე მხარეს აკრავს ხის სვეტებიანი ვრცელი აივნები. სასახლე გაფორმებულია კედლის მხატვრობით, ირანული ტრადიციული სარკის მოზაიკური ელემენტებით და სტუკოს დეტალებით.

 

Next Prev
Next Prev

 

Exit mobile version