ისპაჰანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ისპაჰანის დეკორატიული ხელოვნების საგანძური, ორი მუზეუმია ერთმანეთის გვერდით ქალაქ ისპაჰანში. ამ ორ მუზეუმში დაცული კლექციები, მოიცავენ ხელოვნების სხვადასხვა დარგის ასობით დახვეწილ ნიმუშს. მუზეუმში მოქმედებს მუდმივი და დროებითი გამოფენები, რომელთა თემატიკას ძირითადად ისლამური ხელოვნება წარმოადგენს. მუზეუმში შვიდი მუდმივმოქმედი საგამოფენო სექციაა: კალიგრაფიის, ლაკირებული და ზეთის საღებავის ექსპონატების, ტრადიციული რეწვისა და ნაქარგობების, მინიატურის, ლითონის, მინის, თიხისა და ფაიფურის ჭურჭლის და ხის ნამუშევრების სექცია.