მენარ-ე ჯონბან – მოქანავე მინარეთი, ისპაჰანის დასავლეთით, ქალაქიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. მე-14 საუკუნით დათარიღებული ისტორიული ძეგლი, მოიცავს ამუ აბდოლა ქარლადანის მავზოლეუმია, რომელსაც ორი, შედარებით მომცრო ზომის მინარეთი ამშვენებს. თუ ამ მინარეთის ვიწრო შიდა კიბეზე მაღლა ახვალთ, კედლის ხელის შეხებით და მის გამოძრავებას შეეცდებით, მინარეთი იწყებს რხევას; ამავდროულად მოძრაობაში მოდის მეორე, მისი ტყუპისცალი მინარეთიც.მოქანავე მინარეთები მორთულია ცისფერი ფერის მოჭიქული შორენკეცებით. მინარეთების სიმაღლე 17 მეტრი, ხოლო დიამეტრი 9 მეტრია.