انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ალი-ყაფუს სასახლე

ალი-ყაფუს სასახლე, ნაყშ-ე ჯაჰანის მოედნის დასავლეთ ნაწილში, შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთის მოპირდაპირედ მდებარეობს. სასახლე ხუთსართულიანი და 48 მ. სიმაღლისაა. სასახლის ყველა სართული გაფორმებულია ირანული არქიტექტურის ტრადიციული ელემენტებით. მნახველზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს სასახლის მეხუთე სართულზე მდებარე „მუსიკალური ოთახი“, რომლის ჭერისა და კედლების გამორჩეული მორთულობა, სტუკოს ორნამენტებში გამოჭრილი სხვადასხვა ფორმის ნიშები, ოთახს განსაკუთრებულ აკუსტიკას სძენს. სასახლის მესამე სართულს ამშვენებს დიდი აივანი მოჩუქურთმებული ხის თვრამეტი სვეტით და სპილენძით მოპირკეთებული მარმარილოს აუზით. აივნის ჭერი შემკულია ინკრუსტირებული ხის ელემენტებით.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version