انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ისპაჰანის დიდი ბაზარი

ისტორიული ბაზარი ისფაჰანში, ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გრძელი დახურული ბაზარია ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში. წარმოადგენს ორ კილომეტრიან ქუჩას, რომელიც ქალაქის ორ ნაწილს, ძველ და ახალ ქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს. ბაზრის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ მე-10 საუკუნის წყაროებში მოიპოვება, ის რამდენჯერმე განადგურდა და თავიდან აიგო. დღევანდელი სახით ისპაჰანის დიდი ბაზარი მე-17 საუკუნით თარიღდება. ნაყშ-ე ჯაჰანის მოედნის ჩრდილოეთ ნაწილში, ისპაჰანის ბაზრის შესასვლელში, ცნობილი ყეისარიეს თაღია (დიდი ბაზრის ჭიშკარი), რომელიც თავიდაპირველად სამ სართულიანი ნაგებობა იყო. ყეისარიეს თაღის მესამე სართული ცნობილი იყო სახელით „ნაყარა-ხანა“. ისპაჰანის ბაზარი დღესაც ქალაქის ერთერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრია. ბაზარს, სადაც ირანული სუვენირების ფართო არჩევანია, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტურისტები სტუმრობენ.

 

Next Prev
Next Prev
Exit mobile version