ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი.
1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.
1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე, 2004 წელს, ხორასანის ოსთანი დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.
დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასნის, ჩრდილოეთ ხორასნის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სისტან-ბელუჯისტანის, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადის, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.
ილამის ოსთანი ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი, ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ესაზღვრება ერაყი და ირანის სამი ოსთანი: ქერმანშაჰი, ლორესთანი და ხუზისთანი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ილამი. ოსტანის მოსახლეობა 557 599 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკური ლორები და ქურთები არიან. ყველაზე გავრცელებული ენებია: სპარსული, ლური და ქურთული. ილამის ოსთანში თერთმეტი შაჰრესთანია: აბადანა, ეივანი, ბარდე, ჩარდავოლი, დარე-შაჰრი, დეჰლორანი, სირვანი, მალექშაჰი, მეჰრანი და ჰოლილანი.
ილამის ოსთანი, მსგავსად ირანის ბევრი სრვა რეგიონებისა, მდიდარია კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობებით, მათ შორის პართული ეპოქის ძეგლები, სასანიდური პერიოდის ზოროასტრული ტაძრის ნაშთები; ილამის მხარე საინტერესოა უნიკალური ბუნებრივი ღირშესანიშნაობებით – დაცული ტერირორიები მდიდარი ეკოსისტემით, მინერალური წყლის წყაროები, გამოქვაბულები იშვიათი სახეობის ღამურებით და უნიკალური ტყეებით და სხვა.
ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ილამი. ოსთანი დაყოფილია თერთმეტ შაჰრესთანად, ესენია: აბდანანი, ილამი, ეივნი, ბადრე, ჩარდავოლი, დარეშაჰრი, დეჰლორანი, სირვანი, მალექშაჰი, მეჰრანი და ჰოლეილანი. მოსახლეობა, 2016 წლის მონაცემების მიხედვით, 557 599 ადამიანს შეადგენს. ილამი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით, ზაგროსის მთაში. უმაღლესი წერტილია წერტილია მწვერვალი ქაბირ-კუჰი (2790 მ). ილამი ირანის ერთ-ერთი ყველაზე თბილი რეგიონია, თუმცა ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მთაში, ზამთარში ტემპერატურა შეიძლება შემცირდეს 3-5 ° C- მდე. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 578 მმ.
ეკონომიკის ძირითადი დარგებია სოფლის მეურნეობა (ხორბალი, ზეთისხილი, ყურძენი, ციტრუსები, ფინიკი, ვაშლი, მსხალი, გარგარი, ატამი, კაკალი, სამკურნალო მცენარეები); კვების, ნავთობქიმიური, ცემენტის მრეწველობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ვაჭრობა, შიიტი მომლოცველთა ტრანსპორტირება და ტრანზიტი ერაყიში.