انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

იმამის საკრებულო მჩეთი

იმამის, იგივე მალექის საკრებულო მეჩეთი, ქერმანის ყველაზე ძველი და დიდი მეჩეთი, აშენდა XI ს. სელჩუკთა ინასტიის მმართველობის პერიოდში.  მალექის მეჩეთი მდებარეობს ქერმანის ისტორიული ბაზრის სამხრეთ ნაწილში. მალექის ოთხნავიანი მეჩეთის სიგრძე 101 მ., ხოლო სიგანე 91 მ.-ია. მეჩეთს აქვს სამი მიჰრაბი, რომლებიც შემკულია ულამაზესი სტუკოებით. ადრე, მეჩეთის ეზო აქ არსებული ყანატის (მიწისქვეშა არხი) წყლით მარაგდებოდა. მეჩეთს, რომლის ფართობი 9191 კვ.მ.-ია, დიდი შიდა ეზო, რამდენიმე შაბესთანი (ღამის სამლოცველო),  სამი შესასვლელი, ოთხი ღია გალერეა (ეივანი) აქვს. ყიბლის მხარის დიდი ეივანი, რომელიც სელჩუკების პერიოდის არქიტექტურული სტილით ხასიათვდება, მეჩეთის დასავლეთ ნაწილშია მოქცეული.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version