انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

შაჰრე ქორდის არქეოლოგიური მუზეუმი

შაჰრე ქორდი ჩაჰარმაჰალ და ბახთიარიის ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრია. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან ქალაქად ირანში. მოსახლეობა დაახლოებით 130 ათას ადამიანს შეადგენს. კლიმატი მშრალია, ცივი ზამთრითა და ზომიერი ზაფხულით. შაჰრ-ე ქორდი, ისევე როგორც მთელი ეს მხარე, საინტერესო და მდიდარი ისტორიის მქონეა. ამ მხარის ისტორიის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ შაჰრ-ე ქორდის არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც მუდმივ თუ დროებით ექსპოზიციაზე, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი სამუზეუმო კოლექციაა წარმოდგენილი.

Next Prev

 

 

Next Prev
Exit mobile version