ორმუზის ციხე, ასევე ცნობილი სახელით პორტუგალიური ციხე, წითელი ქვის ციხეა ორმუზის კუნძულზე. ის სპარსეთის ყურეში პორტუგალიის კოლონიური მმართველობის ერთ-ერთი ბოლო შემორჩენილი ძეგლია. ციხე აგებულია XVI საუკუნის პირველ ნახევარში. ეკუთვნოდა პორტუგალიის კოლონიურ იმპერიას 1507-1622 წლებში. იმპერიის დამფუძნებელმა ალფონსო დე ალბუკერკმა, ორმუზის კუნძულის აღების შემდეგ დაიწყო ციხის მშენებლობა, რომელიც რეგიონული ვაჭრობის ცენტრი გახდა. ამ ნაბიჯით პორტუგალიამ სპარსეთის ყურე თავის კონტროლქვეშ მოაქცია. 1622 წელს ინგლისელთა და სპარსელთა ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა პორტუგალიელების სამუდამოდ გაძევება კუნძულ ორმუზიდან.