انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ნიავარანის ისტორიულ-კულტურული კომპლექსის ბიბლიოთეკა

ნიავარანის სასახლის კომპლექსის კერძო ბიბლიოთეკა დაარსდა დედოფალ ფარაჰ დიბას მიერ. ბიბლიოთეკაში ინახება  დაახლოებით 23 ათასი წიგნი, ძირითადად სპარსულ და ფრანგულ ენებზე. ბიბლიოთეკის საჯაროდ გახსნა 1994 წელს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოხდა.

ბიბლიოთეკის შენობის ფართობი 770 კვ.მ.-ია,  აშენებულია ფეჰლევების დინასტიის რეზიდენციის მიმდებარედ, ნიავარანის ისტორიულ-კულტურული კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში. შენობის ინტერიერის დიზაინი აბდოლაზიზ ფარმანფარმაიანს ეკუთვნის და შესრულებულია XX საუკუნის  სამოცდაათიანი წლების თანამედროვე არქიტექტურის საერთო სტილში – მინისა და ქვის კომბინაციით. ინტერიერის დიზაინისთვის გამოყენებულია უძვირფასესი ავეჯი, სკულპტურული ფიგურები, მხატვრობის უძვირფასესმა ნიმუშები. აქ ნახავთ ისეთი ცნობილი ირანელი მხატვრების ნამუშევრებს, როგორებიცა არიან ფარვიზ თანავოლი, მასუდ არაბშაჰი, ბაჰმან მოჰასესი, მანუჩეჰრ იექთაი, მუჰამედ მოდაბერი, აგრეთვე არაერთი ევროპელი და ამერიკელი ხელოვანის ნამუშევრებს.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version