შენობა, სადაც ამჟამად წყლის მუზეუმია, ორი ნაგებობისგან შედგება, პირველი, მთავარი ნაგებობა ყაჯარების სამეფი დინასტიის მმართველობისას აშენდა, მეორე ნაწილი კი, მუჰამედ რეზა ფეჰლავის დროს. შენობა წარმოადგენდა მოჰამედ რეზა შაჰის სპეციალური ოფისს, რომელიც მეფის ვიზიტორების და კარის მხლებლების მისაღებად იყო განკუთვნილი. მოგვიანებით, ისლამური რევოლუციის შემდეგ, შენობაში წყლის მუზეუმი განთავსდა. მუზეუმის შენობა 2670 კვადრატული მეტრის ფართობისაა და მდებარეობს სადაბადის კომპლექსში, მწვანე სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სამუზეუმო ექსპოზიცია ორ ნაწილად იყოფა: საარქივოდ და აქტუალურად. წარმოდგენილია წყალმომარაგების ქსელების წარმოქმნისა და განვითარების ისტორია და მასთან დაკავშირებული უძველესი და ტრადიციული ტექნიკისა და ინსტრუმენტები. ასევე წარმოდგენილია ისტორიული დოკუმენტები – ატლასები, ტექნიკური წიგნები, ხელნაწერთა ალბომები, რუკები და სამუშაო ნახაზები.