ირანის კინოსტუდია (ყოფილი ყაზალის კინოსტუდია), ეს არის ქალაქ თეირანის დასავლეთით მდებარე ვრცელი ტერიტორია, განკუთვნილი ირანულ ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების გადაღებებისათვის , სადაც ფილმის თუ სერიალის თემატიკასთან და ეპოქასთან შესაბამისი ქუჩების, შენობების და თითქმის მთელი ქალაქების დეკორაციებია მოწყობილი. კინოსტუდია მდებარეობს შაჰიდ ლაშგარის გზატკეცილის 55-ე კილომეტრზე, ავტომშენებელი კომპანია “საიფას” მოპირდაპირედ. აშენდა 1979 წელს ირანელმა რეჟისორის ალი ჰათამის თაოსნობით.