انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

სპა -კომპლექსი

ქალაქ სარეინის მთავარი ღირშესანიშანობა , მისი თერმული და სამკურნალო წყლებია. ტურისტების უმეტესობის  მთავარი მიზანიც, სწორედ ამ ულამაზესი ქალაქის ცხელი და მინერალური წყაროების სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებაა. ქალაქის შესასვლელში მდებარეობს სამკურნალო გამაჯანსაღებელი ცენტრი – “ირანული ჰიდროთერაპიის კომპლექსი”, რომელიც   სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიზნით აშენდა. აქ გარდა სამკურნალო წყაროებისა და დიდი საცურაო აუზისა, ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილი წყლის ატრაქციონებიცაა. კომპლექსს აქვს ორი ცალკეული განყოფილება,  ქალების და მამაკაცისათვის. “ირანული ჰიდროთერაპიის კომპლექსში” , გარდა მინერალური თერმული წყლების აუზისა, არის ორთქლისა და მშრალი საუნა, ჯაკუზი, მასაჟის კაბინეტები და სხვა.

 

Next Prev
Next Prev

Exit mobile version