انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

შაჰ ნემათულაჰის მავზოლეუმი

შაჰ ნემათულაჰის, ირანელი სუფი პოეტის და ნემათულაჰის სუფიური საძმოს დაამარსებლის მავზოლეუმი, სეფიანთა პერიოდს მიეკუთვნება; მდებარეობს ქალაქ მაჰანში, ქერმანიდან 30 კილომეტრში. მავზოლეუმის კომპლექსის მთავარი ნაწილი, ე.წ. “ათასი შაჰის კომპლექსი”, აშენდა 1437 წელს აჰმედ შაჰ ბაჰმანის, ინდოეთის ბაჰმანიდების დინასტიის ერთ-ერთი მმართველის, შაჰ ნემათულაჰის პოეზიის მოტრფიალის მატერიალური სახსრებით. შაჰ ნემათულაჰის მავზოლეუმის კომპლექსი, ირანში ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და პოპულარული ტურისტული ადგილია, მისი სხვადასხვა შენობების არქიტექტურული ერთობლიობა, თვალწარმტაცი კვიპაროსის ხის ბაღები და შადრევნების კომპლექსი, უჩვეულო პოეტურ ატმოსფეროს ქმნის.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version