მითრას ტაძარი კუნძულ ყეშმზე, გამოკვეთილია მაღალი კლდის კალთაზე, ხორბაზის არქეოლოგიურ მარშრუტზე. წარმოადგენს რელიგიური ცერემონიების და რიტუალების ადგილს. მითრაიზმი არის ძველი ირანის, ინდოეთისა და ზოგი სხვა ქვეყნის რელიგიაში – მითრას კულტი, აღმოცენდა ზოროასტრიზმის ნიადაგზე, ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა რომის იმპერიაში, ქრისტიანობამ მისგან ისესხა ზიარების წეს-ჩვეულება, ჯვრის სიმბოლო და სხვა. მითრას, მზისა და სამართლიანობის ღმერთის კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ირანში.