انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ხორბასის მღვიმე

ხორბასის მღვიმე ყეშმის ერთ-ერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა; მდებარეობს ქალაქ ყეშმიდან 15 კმ. მანძილის მოშორებით, სოფელ ხორბასთან. აქ შემორჩენილია კლდოვანი არქიტექტურის კვალი, რომელიც ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მითრაიზმის მიმდევრებისა და ანაჰიტას (ნაყოფიერების ქალღმერთი) თაყვანისცემის ადგილი იყო. ხორბასის მღვიმე სპარსეთის ყურეს გადაჰყურებს, ის ნაწილობრივ ბუნებრივი, ნაწილობრივ ხელოვნური მღვიმეა. გამოქვაბულები ერთმანეთს კლდეში გამოთლილი მთელი წყება გვირაბებით უკავშირდებიან. არსებობს მოსაზრება, რომ გამოქვაბული გამოიყენებოდა როგორც სათვალთვალო-თავდაცვითი სისტემა მოსალოდნელი თავდასხმების თავიდან ასარიდებლად.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version