დამაშის (სიაჰუს) ხეობა მდებარეობს ჰამაგის მთიან რაიონში, ქალაქ ბენდარ აბასის ჩრდილოეთით 80 კილომეტრის მოშორებით. მდინარე დამაშის ან ჯამაშის ხეობა, რომელიც ზღვის დონიდან 3267 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, რეგიონის ერთ-ერთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა; მდინარე, რომელიც სათავეს ჰამაგის მთებში იღებს (ზაგროსის ჯაჭვი), ერთვის მცირე მდინარე ჯალაბის და საბოლოოდ სპარსეთის ყურეში ჩაედინება. ამ ტერიტორიას ახასიათებს ზომიერი და ნოტიო კლიმატი. ხეობის სიმაღლეებიდან იშლება სპარსეთის ყურის ულამაზესეი ხედები.