ფექრის სახლი (ან სასახლე) ჰორმოზგანის პროვინციის ქალაქ ბანდარ-ლენგეს ერთ-ერთი ისტორიული შენობაა. სასახლე გვიან ყაჯარული პერიოდისაა, აგებულია ბანდარ ლენგეს ცნობილი ვაჭარის, აბდულ ვაჰედ ფექრის მიერ. ძეგლი 100 წელზე მეტი ხნისაა და 1996 წლიდან რეგისტრირებულია ირანის ეროვნული ძეგლების სიაში. სარეგისტრაციო ნომრით 1833. ფექრის სახლი ბანდრ ლენგეს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. 2017 წელს შენობაზე სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა. რესტავრაციის შემდეგ, ის ქალაქის მოსახლეობის და ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია დასათვალიერებლად.