انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ყეიჩაკი

ყეიჩაკი, ან გიჯაკი, ხემიანი სიმებიანი სამუსიკო საკრავია; გავრცელებულია უზბეკებთან, ტაჯიკებთან, თურქმენებთან. აქვს 2-4 სიმი. საკრავის კორპუსი მზადდება კაკლის ან თუთის ხისგან, სიმები ლითონისგან. ყეიჩაკი ძალიან ძველი საკრავია და ფართო გამოყენება აქვს ირანულ მუსიკაში. საკრავს აქვს  ორი დიდი ამოჭრილი ბუდე ზედა და ერთი ქვედა ნაწილში. საკრავი ძირითადად გავრცელებულია ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, განსაკუთრებით სისტანისა და ბელუჯისტანის, ქერმანისა და ჰორმოზგანის პროვინციებში. ხალხური რწმენისა და ტრადიციების მიხედვით, ყეიჩაკის ჰანგებს დაავადებების განკურნვაც შეეძლო.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version