انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ტაბლაკი

ტაბლაკი (სპარსულად თაბლე) დასარტყამი ინსტრუმენტის სახეობაა, რომელიც უმთავრესად ავღანეთსა და ინდოეთშია პოპულარული. ტაბლაკი შედგება ორი ცალკეული ბარაბანისგან,  რომლებიც განსხვავდება ზომითა და ჟღერადობით. პატარა ზომის ბარაბანს ჰქვია “დაიან”-ი და უკრავენ მარჯვენა ხელით, უფრო დიდ ბარაბანს “ბაიან”-ს უწოდებენ.   ტაბლაკის ორივე ბარაბანს მემბრანის ცენტრალურ ნაწილში მუქი ფერის წრე აქვს, რომელიც გავლენას ახდენს საკრავის ხმის ტემბრზე. ამ წრეებს “სიაჰი” ეწოდება და ჩვეულებრივ მზადდება მუქი ფერის ცომისებრი მასისგან.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version