ტაბლაკი (სპარსულად თაბლე) დასარტყამი ინსტრუმენტის სახეობაა, რომელიც უმთავრესად ავღანეთსა და ინდოეთშია პოპულარული. ტაბლაკი შედგება ორი ცალკეული ბარაბანისგან, რომლებიც განსხვავდება ზომითა და ჟღერადობით. პატარა ზომის ბარაბანს ჰქვია “დაიან”-ი და უკრავენ მარჯვენა ხელით, უფრო დიდ ბარაბანს “ბაიან”-ს უწოდებენ. ტაბლაკის ორივე ბარაბანს მემბრანის ცენტრალურ ნაწილში მუქი ფერის წრე აქვს, რომელიც გავლენას ახდენს საკრავის ხმის ტემბრზე. ამ წრეებს “სიაჰი” ეწოდება და ჩვეულებრივ მზადდება მუქი ფერის ცომისებრი მასისგან.