انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

დოზალე

დოზალე ირანულ ხალხური ჩასაბერი საკრავია. ამზადებენ ხის ან ლერწმის მილისაგან, რომელსაც უკეთებენ სხვადასხვა რაოდენობის თვლებს. დოზალე შედგება ორი მილისგან – ერთი გამოიყენება მელოდიის, მეორე კი ჰარმონიული აკომპანემენტისთვის. მილები შეიძლება იყოს სპილენძის ან ლერწმის, მათ ერთმანეთის პარალელურად მჭიდროდ კრავენ. მილების დასამზადებლად იშვიათად ფრინველის მსხვილ ძვლებსაც გამოიყენებენ. ორივე მილს ცალ-ცალკე ტუჩი/ჩასაბერი აქვს. თვლებიც ერთმანეთის პარალელურად არის განლაგებული. დოზალე სხვადასხვა სიგრძის მზადდება.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version