انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

საყვირი

საყვირი არის მაღალი რეგისტრის საორკესტრო და სოლო სასულე მუსიკალური საკრავი. შედგება ცილინდრული მილისაგან, რომელსაც კონუსური ფორმის ბოლო აქვს. მილის დიამეტრი 11 მმ, არხის სიგრძე დაახლოებით 1500 მმ აღწევს. უვენტილო საყვირზე XVII საუკუნეში უკრავდნენ საოპერო ორკესტრში. მე-19 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ქრომატული ბგერათრიგის მქონე საყვირი ტუმბოიანი სავენტილო მექანიზმით, ცოტა მოგვიანებით – ცილინდრული ვენტილიანი მექანიზმით. მალე ისინი სრულიად განდევნა უვენტილო საყვირმა. არსებობს მცირე, ალტის, ბანის საყვირები. ირანში გვხვდება სეფიანთა ეპოქიდან.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version