წმინდა მარიამის ეკლესია, ან წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია, არის სომხური სამოციქულო ეკლესია თეირანში, რომელიც 1945 წელს აშენდა. 1945-1970 წლებში წმინდა მარიამის ეკლესია, იყო მთავარი სომხური საკათედრო, საეპისკოპოსო ტაძარი თეირანში.
წმინდა მარიამის ეკლესია, აშენებულია ნაცრისფერი ბაზალტის ქვისგან, მისი ფართობი დაახლოებით 550 კვადრატული მეტრია. სხვა სომხური ეკლესიების მსგავსად, მას ჯვრის ფორმა აქვს, ეკლესიის საკურთხეველი ტრადიციულად აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს. ეკლესიას აქვს ორი გუმბათი, დიდი და შედარებით მომცრო ზომის; ეკლესიის მთავარი შესასვლელი დასავლეთ მხარესაა. ეკლესია რეგისტრირებულია ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში.