انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი

დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი, თეირანის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობათაგანია. ეს მუზეუმი 1959 წელს აშენდა, მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების უმეტესობა, ძირითადად XVI-XIX სს. განეკუთვნება. მუზეუმის შენობა ოთხ სართულიანია, ყოველ სართულზე ექსპონატების შესაბამისი ქრონოლოგიითთა წარმოდგენილი. მუზეუმის პირველ სართულზე წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, რომელიც შეიცავს ექსპონატებს „მარმარილოს“ სასახლიდან: ხეზე კვეთის, მოზაიკის, ინკრუსტაციის შესანიშნავ ნიმუშებს, მეორე სართულზე გამოფენილია ტრადიციული ირანული ქსოვის, ქარგვის და ხელსაქმის ნაკეთობები. მესამე სართულზე ხუთი განცალკევებული საგამოფენო სივრცეა: ინკრუსტაცია, ხეზე კვეთა, ლაკირებული ხის ფერწერა, მეტალის და მინის განყოფილება. ბოლო სართულზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი ნახატებისა და მინიატურების კოლექცია.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version