انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი – კლარა აბქარის მინიატურების მუზეუმი

კლარა აბარის მინიატურების მუზეუმი საად აბადის კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ეს შენობა მუჰამედ რეზა ფეჰლევის უმცროსი ქალიშვილის, ლეილა ფეჰლევის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა და საადაბადის კომპლექსის ერთ-ერთი ახალი ნაგებობაა. 1994 წელს, ირანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციის ძალისხმევით, მსოფლიო მუზეუმის დღესთან დაკავშირებით, აქ აბქარის სახელობის მინიატურუბის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის ერთ ნაწილი გამოფენილია სომხური წარმომავლობის ირანელი მხატვარ-მინიატურისტი და ილუსტრატორი ქალბატონის, კლარა აბქარის ნამუშევრები: ფერწერული ტილოები, მინიატურები, ტრადიციული ქსოვილზე ქარგვის ნიმუშები, ლაკირებული ხის საკალმეები და ზარდახშები, რაც ხელოვანი ქალბატონის ირანული მხატვრობის სხვადასხვა დარგისადმი დიდი ინტერესზე მეტყველებს.

Next Prev
Next Prev
Exit mobile version