მუზეუმი მდებარეობს საადაბადის კომპლექსის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში. ორ სართულიანი შენობა გვიანდელი ყაჯარული და ადრინდელი ფეჰლევიანური არქიტექტურის ნიმუშია. 1997 წლიდან სასახლის შენობაში მოქმედებს კალიგრაფიის მუზეუმი, რომელიც სეფიანთა ეპოქის ყველაზე ცნობილი კალიგრაფის მიე ემად ჰასანის (1554-11615წწ.) სახელს ატარებს. მუზეუმში დაცულია ცნობილ კალიგრაფთა ნამუშევრების კოლექციები (X-XXსს.), მათ შორის: მირ ემად ჰასანის, იაყუთ მუსტასიმის, აჰმად ნეიზირის, მირზა რეზა ქალჰორისა და სხვა.