انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

ნუმიზმატიკის მუზეუმი

თეირანის ნუმიზმატიკის მუზეუმი, სეფაჰის ბანკის ცენტრალური ფილიალის შენობაშია განთავსებული. მუზეუმის ფონდში დაცულია სხვადასხვა პერიოდში მოჭრილი მონეტები, უძველესი დროიდან დღემდე; წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ნუმიატიკურ კოლექციას. მუზეუმი 1963 წელს, ბანკ სეფაჰის მაშინდელი გენერალური დირექტორის, გენერალ ფარაჯოლა ხან აყევლიs ძალისხმევით დაარსდა. კოლექციის ფორმირება კი, ირანელი არქეოლოგი და ნუმიზმატი ქალბატონის, მალექე მალექზადე ბაიანის უშუალო მეთვალყურეობით განხორციელდა. მუზეუმი ინახავს იშვიათ, გამორჩეულ და ფასდაუდებელ საგანძურს. ნუმიზმატიკური საგანძურის ექსპოზიცია,  საზოგადოებას აცნობს ირანის ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის 2500 წლოვან ისტორიას.

  

Exit mobile version