انجمن بین المللی ایران شناسی در گرجستان

აბდოლაზიმის საფლავი და მეჩეთი

აბდოლაზიმ ჰასანის, ან შაჰ აბდლოაზიმის საფლავი, შიიტი მუსლიმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ავტორიტეტული მოსალოცი წმინდა ადგილი, მდებარეობს ქალაქ რეიში. ამ ადგილს მოსალოცად ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.  აქ დაკრძალულია წმინდა აბდულაზიმი, მეორე შიიტი იმამის, ჰასანის შთამომავალი. გარდა  აბდულაზიმისა, აქ ასევე დაკრძალული არიან იმამ რეზას ძმა იმამზადე ჰამზე და იმამ საჯადის ერთ-ერთი შვილი იმამზადე თაჰერი, ყაჯარული დინასტიის ერთე-ერთი წარმომადგენელი ნასრედინ შაჰი, გამოჩენილი ირანელი სახელმწიფო მოღვაწეები, მეცნიერები, ისტორიული პირები და სხვა.

აბდოლაზიმის საფლავზე სალოცავის აღმართვის ისტორია, მისი აქ დაკრძალვის პერიოდიდან იწყება. მას შემდეგ, ძირითად შენობას ისტორიის სხვადსხვა პეროიდში არაერთი შენობა-ნაგებობა შეემატა. შაჰ აბდოლაზიმის, ადგილობრივ დიალექტზე შაბდოლაზიმის საფლავი და მეჩეთი, 1956 წლის 1 თებერვალს, შეტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში.

Next Prev

Next Prev
Exit mobile version